საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 148 662.97 ლარი ჩამოაწერა.
სემეკმა მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა, რომელთა უმრავლესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა.
კომისიამ განიხილა მოქალაქეებსა და სს „თელასს“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისს“ შორის არსებული დავები. მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა კომპანიის მხრიდან განხორციელებულ დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურს, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე კომპანიების დადგენილებებს.