კიევში დღეს სახალხო მსვლელობა გაიმართება. აქციის მონაწილეები შევჩენკოს ბულვარში ადგილობრივი დროით12:00 საათზე შეიკრინებიან და ევრომაიდნის მიმართლებით მსვლელობას გამართავენ.
დღევანდელი მარში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით იმართება. საპროტესტო მსვლელობა მანამდე დაიგეგმა ვიდრე ოდესის ყოფილ გუბერნატორს კიევში სამართალდამცველები დააკავებდნენ.
მიხეილ სააკშვილის გუნდის წევრები და მხარდამჭერები უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობას. ის შიმშილობას წინასწარი მოთავსების იზოლატორში აგრძელებს. სასამართლო პროცესი კი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.