ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ენმ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც პარტიაში ამბობენ, შეკრება უკრაინაში ბოლო 24 საათში განვითარებულ მოვლენებს ეხება, რის გამოც “ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო რეჟიმზეა გადასული და პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ იმ სამოქმედო გეგმაზე, რაც პარტიას აქვს.

ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“მინდა ყველას ვუთხრა, პირველ რიგში ოლიგარქ ივანიშვილს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყველანაირი სცენარისთვის მზად არის. ჩვენ დღეს განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს, მზად ვართ ყველანაირი განვითარებისთვის. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება მომავალში, მინდა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ოლიგარქიული ძალების წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც და უკრაინაშიც კეთილშობილური ძალები გაიმარჯვებენ”,-განაცხადა პოლიტსაბჭოს დაწყების წინ ზაზა ბიბილაშვილმა.

მისი თქმით, კონკრეტულად როგორი იქნება პარტიის გეგმა, ამაზე საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია.  მისი დაპატიმრებიდან უკვე 12 საათი გავიდა და სავარაუდოდ, წინასწარ პატიმრობაში იგი კიდევ 2 დღე დარჩება.  სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას. უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართავს, თუმცა ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია.

მიხეილ სააკაშვილ დღეს, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან  Facebook-ზე განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....