ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ღაზას სექტორში არეულობის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 245 დაშავდა

ღაზას სექტორში, იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე და იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მასობრივი არეულობების შედეგად 245 ადამიანი დაშავდა.

ექიმების განცხადებით, დასავლეთ სანაპიროზე და იერუსალიმში შეტაკებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ისრაელში არეულობისას 217 ადამიანი დაშავდა. მათგან 45 ადამიანს რეზინის ტყვიებისგან მიყენებული დაზიანებები აღენიშნება, ხოლო 162-ს ცრემლსადენი გაზისგან.

გარდა ამისა, ღაზას სექტორში 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღისგან მიიღო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ კონფლიქტის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, 6 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადადის. გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი რიგი ქვეყნები საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვენ. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ დაპირისპირებამ შესაძლოა ათასობით პალესტინელისა და ებრაელის სიკვდილი გამოიწვიოს.

იტვირთბა....