საქართველოს საპატრიარქო სამი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მოზარდებთან შემეცნებითი საუბრების რეგულარულად ჩატარება და მათი ჩართვა სხვადასხვა წრეებში.
“ვფიქრობთ, აუცილებელია სკოლაში შემეცნებითი საუბრების რეგულარულად ჩატარება, სხვადასხვა წრეებში მოზარდების გაერთიანება, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის უფრო მეტად ხელშეწყობისთვის სპორტული აღზრდის გაკვეთილების საათების გაზრდა.
აუცილებელია შეურაცხმყოფელი და უხამსი გამოთქმების, ძალადობის შემცველი გადაცემებისა და ფილმების საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებში მოქცევა და დღეს არსებული განუკითხავი მდგომარეობის შეცვლა.
აუცილებელია ქუჩაში უკონტროლოდ მყოფი მოზარდების პრობლემის მოგვარება და სხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.