ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შალელაშვილი: რატომ უნდა გამრიცხონ, რა დავაშავე…

პრემიერისთვის გაგზავნილ ღია წერილისა და სუს-ში დაბარების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, შოთა შალელაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს:

„პრემიერ-მინისტრისადმი ჩემს მიმართვას რაც შეეხება, ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას ჩვენ ვერსად გავექცევით. რა მიმართვას გავაკეთებ მე, ამას აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. პრემიერ-მინისტრმა რა განცხადებაც გააკეთა, ეს მისი პრეროგატივაა. პრემიერ-მინისტრის გადასახედიდან უკეთ ჩანს თუ რა განცხადებები უნდა გააკეთოს და სოლიდარული ვარ.

ეს იყო ჩემი ღია მიმართვა, სურვილი. მე მინდოდა საქართველოს მოსახლეობას დაეჭირა ამისთვის მხარი, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა ისრაელის სახელმწიფოსთან არის ძალიან კეთილად განწყობილი და თუკი შეიძლებოდა და პოლიტიკურად გამართლებული იქნებოდა, პრემიერ-მინისტრთან ეს იყო მიმართვა,“ – განაცხადა შალელაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამის გამო პარტიიდან გარიცხონ, მისი თქმით, თანაგუნდელების მხრიდან მსგავს რეაქციას არ ელის:

„ერთი წუთითაც არ ვუშვებ. არ ჩამიდენია ისეთი რაღაც რომ… საერთოდ სიტყვა – გასარიცხი ბავშვობიდან მახსოვს. გარიცხვა – რისთვის, რა დავაშავე. მე ხომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვზრუნავ,“ – აცხადებს შალელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა პრემიერს ღია წერილით მიმართა და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ ამგვარი მიმართვები უმრავლესობის წევრის მხრიდან მიუღებელია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

პრემიერისადმი ღია წერილის ავტორი შალელაშვილი სუს-ში დაიბარეს

იტვირთბა....