მანდატურის სამსახურმა მეათე კლასელი ბიჭი, რომელსაც თან უცხო ნივთი ჰქონდა, სკოლის გარე პერიმეტრზე შენიშნა, – ინფორმაციას რუსთავის მე-18 სკოლის დირექტორი ნატალია ჯავახიშვილი ადასტურებს:
“მანდატურმა ეს ბიჭი ჩემთან შემოიყვანა. მივხვდით, რომ ელექტროშოკი იყო, რის შემდეგაც გამოვიძახე საპატრულო პოლიცია. დავურეკე მოზარდის მშობლებსაც. ბავშვი დაკითხვაზეა გადაყვანილი. თავად თქვა, რომ ნივთი გამოყვა და ის ლილოს ბაზრობაზე 80 ლარად იყიდება. ამ მოზარდზე სადისციპლინი კომისია აუცილებლად იმსჯელებს”, – აღნიშნა დირექტორმა.
რუსთავში, მე-18 საჯარო სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლეს ელექტროშოკი უპოვეს. ადგილზე გავიდა საპატრულო პოლიცია. მოსწავლე დაკითხვაზეა გადაყვანილი.
მანდატურმა სკოლაში მოსწავლეს ელექტროშოკი უპოვა: ადგილზე პოლიციაა მობილიზებული