რუსთავში, მე-18 საჯარო სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლეს ელექტროშოკი უპოვეს. ადგილზე გავიდა საპატრულო პოლიცია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ირკვევა, ელექტროშოკი მანდატურმა სკოლის მოსწვლეს უპოვა.
აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის ზოგიერთ სკოლაში სპეციალური რეიდები ჩატარდა. მანდატურები მოსწავლეებს ამოწმებენ. განათლების მინისტრმა განცხადება მიხეილ ჩხენკელმა უკვე გააკეთა. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, შემოწმება გასულ წელსაც ამ დროს ხდებოდა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე საახალწლო პიროტექნიკა არ შეიტანონ.
შეგახსენებთ, ბოლოდროინდელი გააქტიურება დაკავშირებულია თბილისში, 51-ე სკოლის გვერდით მომხდარ ჩხუბთან, რომელსაც სკოლის 2 მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა.