ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მინდა, ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯო”: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ გაასაჩივრებს.
როგორც ბრალდებული აცხადებს, საზოგადოებისგან იზოლირება სურს:

“თვითონ ფაქტი იმდენად რთულია, განვიცდი და მინდა, ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯო, საზოგადოებისგან იზოლირება მინდა” – ამბობს ბრალდებული.

ადვოკატ დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა, თუმცა ადვოკატის თქმითვე, ბრალდებული აპირებდა პოლიციაში შვილთან ერთად მისვლას და მომხდარის შესახებ განხადების გაკეთებას.

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია.

იტვირთბა....