ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მძღოლების საყურადღებოდ: რა ეღირება და როგორ მოხდება მანქანის ტექდათვალიერება

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის საჭირო თანხის გადახდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მოხდება.

როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების – 100 ლარი ეღირება.

საქართველოში დღეს არსებული ინფრასტრუქტურა მოიცავს ტექნიკური ინსპექტირების 26 ცენტრს, სადაც დამონტაჟებულია ინსპექტირების 35 ხაზი, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს და მომავალი წლის განმავლობაში სავალდებულო, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

როგორც ცნობილია, შვეიცარულმა კომპანიამ SGS-მ, რომელიც ეკონომიკისა სამინისტროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის მომზადების პროცესში კონსულტაციას უწევს, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრას, ასევე, პერსონალის ტექნიკურ კვალიფიკაციას.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროცესი იქნება გამჭვირვალე – პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს აღრიცხვა-კონტროლის მონაცემები უწყვეტ რეჟიმში გადაეცემა და შეინახება ერთიან ელექტრონულ ბაზაში, ასევე ინსპექტირების ყველა ცენტრი აღჭურვილი იქნება ვიდეოთვალთვალის კამერებით და მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

BPN.GE

იტვირთბა....