იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების შესახებ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება:
„ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე. ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაეროშიც.
საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
„საქართველომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით თავი უნდა შეიკავოს“