ტრამპის განცხადებას იერუსალიმთან დაკავშირებით სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყვა მსოფლიოში. ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასი“ პალესტინელებს ისრაელის წინააღმდეგ აჯანყების დაწყებისკენ მოუწოდებს. “ჰამასი” კატეგორიულად ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით და სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ აპირებს. ისინი მრისხანების დღის მოწყობას გეგმავენ.
შეგახსენებთ, ისრაელის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა 7 დეკემბერს აგორდა, მთელი დღის განმავლობაში დემონსტრანტებსა და ებრაელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. ისრაელის არმიამ მანიფესტანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა.
იტვირთბა....