საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა. დეპუტატმა სუს-ის შენობა უკვე დატოვა. რასთან დაკავშირებით მოხდა მისი დაბარება, არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსთან, რომელშიც მან მთავრობას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა, სუს-ში დაბარებას კავშირი არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა დღეს პრემიერს ღია წერილით მიმართა და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ ამგვარი მიმართვები უმრავლესობის წევრის მხრიდან მიუღებელია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.