შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ქალთა და ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის 3 121 შემთხვევა დაფიქსირდა. შსს-ს ცნობით, შემაკავებელი ორდერების მიხედვით 2 967 მსხვერპლი ქალია, ხოლო 154 მსხვერპლი არასრულწლოვანი. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს სამართალდამცავებმა ოჯახური ძალადობის 963 შემთხვევა დააფიქსირეს, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 1 356 შეადგინა.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”