განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობასთან დაკავშრებით, 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორების გათავისუფლებაზე მსჯელობა გამოძიების დასრულებამდე არ დაიწყება. მისი თქმით, სამინისტროს სურს სრეული სურათის დანახვა, რის შემდეგაც გადაწყვეტენ გაათავისუფლონ თუ არა სკოლის დირექტორები.
“ჯერ დირექტორების გათავისუფლებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით გამოძიების დასრულებას. გვინდა, დავინახოთ სრული სურათი გამოიკვეთოს თითოეული პირის მონაწილეობა, მათი ბრალეულობა, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას და განხილვას, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, დირექტორები იქნება მანდატურები თუ სხვა პირების მიმართ“, -განაცხადა ლია გიგაურმა.