ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ვარკეთილსა და დიდ დიღომში გაზი ძვირდება

ვარკეთილსა და დიდ დიღომში ბუნებრივი აირის ღირებულება 5 თეთრით იზრდება. დიდ დიღომში ბუნებრივ აირის გაძვირების გადაწყვეტილება ამ რაიონის გაზგამანაწილებელმა კომპანიამ მიიღო.

კომპანიაში ამბობენ, რომ უკვე თვეებია, ისინი „ყაზტრანსგაზიდან“ 3 თეთრით გაძვირებულ აირს იღებენ, რამაც რაიონის გაზგამანაწილებელი კომპანია რთული ფინანსური მდგომარეობის წინაშე დააყენა და ზარალი უკვე 100 ათას ლარზე მეტია.

„ვარკეთილაირის“ დირექტორი კი ამბობს, რომ „ყაზტრანსგაზიდან“ ბუნებრივ აირს ისინიც გაძვირებული ფასით ყიდულობენ, მოსახლეობისთვის უცვლელი ტარიფით მიწოდებამ კი კომპანია გაკოტრების პირას მიიყვანა.

„ყაზტრანსგაზში“ აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის ღირებულება არ გაზრდილა და მხოლოდ გაზის ტრანსპორტის საფასურმა მოიმატა.

 

 

იტვირთბა....