საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა.
7 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6975 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.7031 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0056-ით გამყარდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.1895 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2057 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0175 -ით გამყარდა.
ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.6090 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.6270 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0180-ით გამყარდა.
თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6993 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6977 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0016 -ით გაუფასურდა.