ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

უკრაინის შსს: 5 დეკემბერს სააკაშვილი გაუჩინარდა, დარეკეთ ცხელ ხაზზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შს სამინისტროს საიტზე ძებნილთა სიაშია შეყვანილი.  ჩანაწერი ძებნილთა ბაზაში დღეს განთავსდა.

არსენ ავაკოვის უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს გაუჩინრდა, გაუჩინარების ადგილი – ქალაქი კიევი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს, სადაც უნდა დარეკონ მოქალაქეებმა, ვინც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის მეორე ნაწილით ძებნილ მიხეილ სააკაშვილს ნახავს.

სააკაშვილმა კი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ აქცია დღეს, 6 საათზე დაანონსა.

შეგახსენებთ,  სამართლადამცველები გუშინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.

სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს.

ახლა სააკაშვილს ხელისუფლებამ 24 საათიანი ვადა მისცა, რის შემდეგაც მას დააკავებენ. უკრაინული მედია იმასაც წერს, რომ დღეს საღამოს მის დასაკავებლად სპეცოპერაცია იგეგმება.

იტვირთბა....