გაერო-ში ირანის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის ღოლამჰოსეინ დარზის განცხადებით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ძალების წარმომდგენლებმა მომიტინგეები დახოცეს, შეთხზული ნარატივებია, რომელსაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ავრცელებენ.
ირანელმა დიპლომატმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ ირანის უსაფრთხოების ძალები უპირისპირდებიან „ისლამური სახელმწიფოს“ სტილის შეიარაღებულ ტერორისტულ და ძალადობრივ სეპარატისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც, მისი თქმით, დაფინანსებული და შეიარაღებული არიან უცხოელი აქტორების, მათ შორის ისრაელის მიერ.
ღოლამჰოსეინ დარზიმ ასევე უარყო ბრალდებები, რომ ხელისუფლებამ ინტერნეტ შეზღუდვები დააწესა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის დასაფარად. მისი მტკიცებით, ზომები დროებითი და აუცილებელი იყო კიბერშეტევების წინააღმდეგ საბრძოლველად, ეროვნული ინფრასტრუქტურის დასაცავად და ირანში მოქმედი „ტერორისტული ქსელების კომუნიკაციის“ ჩაშლისთვის.

