აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე არ მიიწვიეს

პრემიერმინისტრის პოსტზე მყოფი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე არ მიიწვიეს- ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერი დავოსის ფორუმზე წელსაც არ მიუწვევიათ.

უკვე მეორე წელია, როცა საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული არ არის, რაც პირველად 2025 წელს მოხდა და ბოლო ოცწლეულში პირველი შემთხვევა იყო. ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის დავოსში მონაწილეობა პრიორიტეტული არ იყო.

საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ბოლოს მონაწილეობა 2024 წელს მიიღო. პრემიერის პოსტის დატოვებამდე ერთი თვით ადრე, დავოსში ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა.

დავოსის ფორუმზე დასწრება უკვე დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 56-ე ყოველწლიური შეხვედრა დავოსში წელს, 19-23 იანვარს გაიმართება და მთელი მსოფლიოდან მთავრობების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ლიდერებს გააერთიანებს. წლევანდელი შეხვედრის თემაა “დიალოგის სული” (A Spirit of Dialogue).

იტვირთბა....