ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჟირინოვსკი: ხელები შორს მიშიკოსგან!

„ლიბერალურ- დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა:

„მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული სიტუაცია უარყოფს უკრაინის ხელისუფლების განცხადებას, რომ ისინი ნამდვილი დემოკრატები არიან.
როგორი არამზადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან მიმართებაში, რთულია იმის უარყოფა რომ მას შეუძლია მუშაობა. მას ამას ვერ წაართმევ. სააკაშვილმა ნება გამოაჩინა, იბრძოლა, უკრაინაში დაბრუნდა, მხარდამჭერები მოიზიდა და ახალი მოთხოვნა გააჟღერა – პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება. როგორ უპასუხა მას „დემოკრატიულმა ხელისუფლებამ“? მის დაპატიმრებას ცდილობენ. მაგრამ ესეც კი არ გამოუვათ მათ. ხელები შორს მიშიკოსგან!“ – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

რატომ ავიდა სახურავზე სააკაშვილი: მოტივი, რომელსაც თავად განმარტავს

იტვირთბა....