ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

C ჰეპატიტის ელიმანაციის პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმანაციის პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. ცვლილების მიხედვით, სკრინინგული ანალიზის შემდეგ პროგრამაში ჩასართავად საჭირო რაოდენობრივ კვლევას უწყება სრულად დააფინანსებს. სხვა სავალდებულო კვლევები კი ისევ თანადაფინანსების პირობებით: სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 70%-ით, სხვა დანარჩენისთვის კი 30 %-ით დაიფარება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღემდე პროგრამაში 45 000-მდე მოქალაქეა დარეგისტრირებული, მკურნალობაში 44 000-ზე მეტი ბენეფიაციარი ჩაერთო, მკურნალობის კურსი კი 38 000-მდე მოქალაქემ დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98%-ია.

იტვირთბა....