დღეიდან ციანიდის საქმეზე მსჯელობას სააპელაციო სასამართლო იწყებს. პროცესი 12 საათზეა ჩანიშნული.
სამი მოსამათლისგან შემდგარმა კოლეგიამ პირველი ინსტანციის მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილების კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს.
ჯერჯერობით უცნობია, დაიხურება თუ არა სხდომები, თუმცა დიდი ალბატობით ეს ასეც მოხდება.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განზრახ მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.