ახალი ამბები მთავარი სამართალი

24 წლის ახალგაზრდა 68 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით კარალეთში დააკავეს

სოფელ კარალეთში 68 წლის ქალის მკვლელბაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდა სამართალდამცველებს საკუთარმა მამამ ჩააბარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1993 წელს დაბადებული ო.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1950 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ნ.პ. მიყენებული ჭრილობის შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

იტვირთბა....