51-ე სკოლასთან სოლიდარობის აქციაზე საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მივიდა. რულოვსის გამოჩენას საზოგადოების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამის გამო, ყოფილმა პირველმა ლედიმ ტერიტორია მალევე უკომენტაროდ დატოვა.
თბილისის #51-ე საჯარო სკოლასთან მდუმარე აქცია “ნუ მომკლავ” უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები სკოლის შესასვლელთან იკრიბებიან და გარდაცვლილთა სხოვნის პატივსაცემად ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ. სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას 2 არასრულწლოვანი შეეწირა. ერთ-ერთის მკვლელობაში ბრალდებული 2001 წელს დაბადებული პირი ორი დღის წინ დააკავეს, მეორე ეჭვმიტანილი კი გუშინ პოლციას ტავად ჩაბარდა. 3 პირი კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.