უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო.
როგორც ლუცენკომ განმარტა, მიხეილ სააკაშვილის გუნდს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები აფინანსებდნენ. კერძოდ კი, გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კუჩენკო.
“მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარი მიიღო”-განაცხადა ლუცენკომ.
მიხეილ სააკაშვილი კიევში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. დაკავებულია მისი გუნდის რამდენიმე აქტივისტიც. მიკროავტობუსთან, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მისი ადვოკატი და მხარდამჭერები არიან მობილიზებულნი.
მიკროავტობუსში მყოფი, ალყაშემორტყმული სააკაშვილი ცუდად გახდა