საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიკროავტობუსში ჰყავთ დაკავებული და მისი მხარდამჭერების ალყაშია, ცუდად გახდა. ადგილობრივების ინფირმაციით, სასწრაფო დახმარება ცდილობს მიკროავტობუსამდე მისვლას. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პარალელურად, სპეცდანიშნულების ახალი კოლონა მივიდა შემთხვევის ადგილზე და ცდილობს, როგორმე დაშალოს აქტივისტები, რომ დაკავებული სააკაშვილი განყოფილებაში გადაიყვანონ.
მიხეილ სააკაშვილი კიევში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. დაკავებულია მისი გუნდის რამდენიმე აქტივისტიც. მიკროავტობუსთან, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მისი ადვოკატი და მხარდამჭერები არიან მობილიზებულნი.