ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

INDEPENDENT: მიხეილ სააკაშვილი სახურავიდან გადახტომით იმუქრებოდა

“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხიელ სააკაშვილი სახურავიდან გადახტომით იმუქრება: პოროშენკოსგან მხარდაჭერილი პროკურორები მიდიან მის სახლში” – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა independent-ი მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც დღეს უკრაინაში სამართალდამცველებმა დააკავეს. თუმცა, ის მიკროავტობუსი, რომელშიც ამჟამად იმყოფება, სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ ალყაშია მოქცეული და მას გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

“ცნობილი ფაქტია, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთთან კონფლიქტში არიან. პოროშენკოს არ ეშინია მისი მტრის წინააღმდეგ სახელმწიფო უწყებები გამოიყენოს, მაგალითად, როგორიცაა პროკურატურა”- დასძენს გამოცემა.

გამოცემა იმასაც წერს, რომ ერთ დროს პოროშენკო და სააკაშვილი მოკავშირეები იყვნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ის ოდესის ოლქის გუბერნატორადაც დანიშნა, რომელსაც ბევრი რეფორმატორული დაპირება ჰქონდა, თუმცა რეალური პროგრესის მიღწევა ვერ შეძლო.

“ორ კაცს ერთმანეთთან ურთიერთობა მას შემდეგ გაუფუჭდათ, რაც სააკაშვილი გუბერნატორის პოზიციაზე აღარ იყო” – წერს independent-ი.

ამ წუთებში ის მიკროავტობუსი, რომელშიც დაკავებული სააკაშვილი იმყოფება, მისი მომხრეების მიერ ბლოკირებულია. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 256-ე მუხლით წაუყენებენ ბრალს, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....