ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რა მნიშვნელობა აქვს მოგწონთ თუ არა, ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო”

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:

“რა მნიშვნელობა აქვს მოგწონთ, თუ არა. ფიქრობთ, რომ ქვეყანა სახელწმიფოდ აქცია, თუ სისხლისმსმელია. ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო! თქვენი ქვეყნის და ის, დღეს, სხვა ქვეყანაშია პატიმარი. ასეთ დროს ზეიმი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია! უკრაინელები იცავენ ადამიანს, რომლის ქვეყანაშიც ადამიანებმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს სოლიდარობა! მეამაყება რომ მისი მხარდამჭერების რიგებში ვარ!”

შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი დღეს დააკავეს (იხილეთ ვიდეო) და მისი სახლი გაჩხრიკეს. ამ მომენტისთვის ასევე დაკავებულია მისი გუნდის რამდენიმე აქტივისტი. დაკავებული სააკაშვილი ამ მომენტისთვის მიკროავტობუსში იმყოფება და აქტივისტები არ აძლევენ მანქანას დაძვრის საშუალებას. ავტომანქანა ალყაშია.

იტვირთბა....