ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

დააკავეს თუ არა სააკაშვილი: უკრაინულ მედიაში ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდება

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახურავზე დააკავეს.  სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სახურავის კარი შეამტვრია. მისი მომხრეები ამბობენ, რომ სააკაშვილს სამართალდამცველებს არ გაატანენ.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დაკავებას სპეცრაზმი ვერ ახერხებს. ამ დროისთვის ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსიაა გავრცელებული.

“არ მისცეთ უფლება რომ ჩაიდინონ დანაშაული”- ეს განცხადება,  სააკაშვილმა, ცოტა ხნის წინ, სახურავზე გააკეთა, რომელიც ჩხრეკის დროს კორპუსის სახურავზე ავიდა. ოპოზიციის ლიდერი ასევე მოუწოდებს ხალხს არ დაუშვას რომ კორუპმპირებულმა ხელისუფლებამ უკრაინა საბოლოოდ გაანადგუროს.

“მე სიცოცხლის ფასად მზად ვარ უკრაინისთვის ვიბრძოლო”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, დილიდან სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმი იყო მობილიზებული. დავით საყვარელიძის თქმით, მიხიელ სააკაშვილის ბინის კარი შეამტვრიეს, სააკაშვილი კი სახურავზე ავიდა.

ამ წუთებში სააკაშვილის სახლთან მისი მხარდამჭერები და აქტივისტები, თანაგუნდელები და ადვოკატები არიან შეკრებილი.

უკრაინის უშიშროების სამსახურში დაადასტურეს მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩხრეკის ფაქტი – ამის შესახებ იფორმაციას უკრაინული ტელეარხი TV24 ავრცელებს.

 

იტვირთბა....