ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სკოლაში ჩვენს შვილებს არ ჰქონით იარაღი, მრგვალი ტყვიები რომაა ის იყო”

51-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურატურის განცხადებას, რომ სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლეს პნევმატური იარაღი ჰქონდა, უარყოფენ და აცხადებენ, რომ  “მრგვალი ტყვიები რომაა, ის იყო”

“სკოლაში ჩვენს შვილებს არ ჰქონით იარაღი, საქმეც მაგაშია. მრგვალი ტყვიები რომაა ის იყო”, – განაცხადა მშობელმა.

-თუნდაც ეს რატომ უნდა ჰქონდეთ სკოლაში?

არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ამ ბავშვებს ყველაფერს ხომ არ ავუკრძალავთ?! დაჯექით, ამოიღეთ, ის ქენით, ეს ქენით. რაღაცა დესპოტური გამოვა ეს სკოლა. სასკოლო წერები სულაა, დირექტორი წესრიგს სულ ცდილობს.

შიგნით სკოლაში ყველაფერი კარგადაა. მასინ სკოლების წინაც უნდა იყოს მობილიზებული პატრული.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის განცხადებით, 51-ე სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლეს პლევმატური იარაღი ჰქონდა.

 ipress.ge

იტვირთბა....