22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსზე მიმდინარე სპეცოპერაციაზე აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ფედერალური ბიურო საქართველოს სპეცსამსახურებს გამოძიებაში დახმარებას უწევს. კელის განცხადებით, ისინი ახლა დაკვირვების პროცესში იმყოფებიან. ელჩი ამბობს, რომ ამერიკული მხარე ცდილობს უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვონ იმის შესახებ, თუ რა განზრახა ჰქონდა ამ დაჯგუფებას.
“გამოძიების ფედერალურ ბიუროს შესაძლებლობა ჰქონდა, საქართველოს მთავრობისთვის დახმარება გაეწია. ვფიქრობ, ჩვენ ახლა დაკვირვების ეტაპზე ვართ. ვცდილობთ, უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას იმის შესახებ, თუ რა განზრახვა ჰქონდა ამ დაჯგუფებას.
მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობასაც ბევრი შეკითხვა აქვს. ეს საერთაშორისო საკითხია, რომელიც ყველას ეხება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დახმარების გაწევა შესაძლებლობის ფარგლებში. ამ ეტაპისთვის ორი პირის იდენტიფიცირება ვერ მოვახერხეთ მაიდენტიფიცირებლების არარსებობის გამო”, – განაცხადა იან კელიმ.