ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

თბილისის 51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ეკიპაჟები სასწავლო დაწესებულებებთან დილიდან გამოჩნდნენ და პერიმეტრს აკონტროლებენ.

დღის განმავლობაში დაგეგმილია მოსწავლეებთან ფსიქოლოგების დამატებითი ჯგუფების მუშაობა. ადგილზე იმყოფება 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი.

მანანა თურქაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მოსწავლემ სკოლის საპირფარეშოში მეორეს პნევმატური იარაღი შუბლზე მიაბჯინა. დირექტორი კი ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ იარაღი სათამაშო იყო.

„სამინისტრო გამოუშვებს ფსიქოლოგებს და ჩვენი ფსიქოლოგიც და ის ფსიქოლოგიც იქნებიან იმიტომ, რომ სტრესშია სკოლა. საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში რა თქმა უნდა, ხდება მოსწავლეების შემოწმება, ის რისი უფლებაც გვაქვს. პნევმატური იარაღი არ ყოფილა არასდროს სკოლაში და არც ახლა არ ყოფილა ამ შემთხვევაში,“ – აცხადებს მანანა თურქაძე.

1-ელ დეკემბერს 51-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირებს 2 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე კი სიცოცხლეს 23 სააათის განმავლობაში ებრძოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავა, რომელსაც ბრალი უკვე წაუყენეს. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.

იტვირთბა....