დღეს ჟურნალისტებს პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა განუმარტა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
„დღეის მდგომარეობით არ აღიარებს. ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. აქედან გამომდინარე, რა განუცხადა მან გამოძიებას, ამის შესახებ ვერ მოგახსენებთ ისევ და ისევ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ გარდაცვლილი მოსწავლეების განზრახ მკვლელობისთვის ორიარასრულწლოვანი სისხლისსამართლის პასუხიმგებლობაში მისცა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პარასკევს საღამოს დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გუშინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავადა მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.
16 წლის დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს. დაკავებული მოზარდის გ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს დღეს გაიმართება.