ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრომეთეს მღვიმეს მცველი 23 წლიანი უანგარო დაცვისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით მარკოზაშვილმა პრომეთეს მღვიმეს მცველს გიორგი ტყაბლაძეს ღირსების ორდენი, მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.

როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, ტყაბლაძე 23 წლის განმავლობაში ანაზღაურების გარეშე იცავდა მღვიმეს.

მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის, 2010 წელს, მღვიმის ერთ-ერთ გამოსასვლელთან მისი ძეგლიც გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროა ავრცელებს.

იტვირთბა....