aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მოაწყეთ სკოლებში რეიდები და ნახეთ, რამდენი დადის ცივი იარაღით და არაფხიზელი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ორი არასრულწლოვანის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე. ის მიმართავს განათლების ახალ მინისტრსრეიდები მოეწყოს სკოლებში და მეტი ყურადღება გამახვილდეს სკოლებისა და მოსწავლეების უსაფრთხოებაზე:

“მივმართავ ახალ – განათლების და შინაგან საქმეთა მინისტრებს – იმედია, თქვენ მაინც აღმოჩნდებით ადექვატურები: დაასრულეთ განუკითხაობა სკოლებში და განსაკუთრებით, ცენტრის სკოლებში! დაწყებული უმცროსი კლასებიდან, აღარაფერს ვამბობ, უფროს კლასებზე! დაუბრუნეთ მანდატურებს ფუნქციები! ნუ აქცევთ ჩვენს შვილებს მონსტრებად და მსხვერპლებად!
მოაწყეთ სკოლებში რეიდები და ნახეთ რამდენი დადის ცივი იარაღით, რამდენი – არაფხიზელ მდგომარეობაში.
დიახ, ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობაა, ის რაც სკოლებში ხდება, განსაკუთრებით, დაჭიანებული განათლების სამინისტროსი და არანაკლები, შინაგან საქმეთა სამინისტროსი. იმდენი იღლიცინა იმ მართლა ვაშლის ჭიამ, სანამ ამხელა ტრაგედიას არ გამოკრა ხელი. მოთოკეთ სიტუაცია, სანამ ჯერ კიდევ დროა!”

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უდიდესი ტრაგედია მოხდა თბილისში. 51-ე სკოლის ორი არასრულწლოვანი მოსწავლე შეეწირა ჩხუბს, რომელიც სკოლის შენობასთან ახლოს მოხდა.

იტვირთბა....