aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნოდია: გეი რომ ვყოფილიყავი ჩემს ქორწილში მეც ჩოხას ჩავიცვამდი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალური ქსელში პოსტით, ჩოხაში გამოწყობილი გეი-წყვილის ქორწინებას გამოეხმაურა:

,,ჩოხიანმა ჰომო-ქორწილმა მაფიქრებინა: გეი რომ ვყოფილიყავი და თან ოფიციალური ქორწილი მქონოდა, მეც ალბათ ჩოხის ჩაცმა მომინდებოდა. მაგრამ რა ვქნა: რაკი მოსაწყენი და ბანალური ჰეტერო ვარ, ორივე ჩემს ქორწილში მოსაწყენი და ბანალური კოსტუმით გამოვცხადდი.

მინდა საიდუმლოდ ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ძალიან გააბრაზა ჩოხიანი სიძე-სიძის ხილვამ: ამ ხალხმა ჩოხა სწორედ იმისთვის ჩაიცვა, რომ თქვენ ამაზე ავარდინილიყავით და მერე იმათ თქვენს ავარდნაზე ეკაიფათ. ხოდა, თუ არ გინდათ, რომ „პიდარასტების“ ჭკუაზე იაროთ, გირჩევნიათ ჩუმად დაიბოღმოთ ან, თუ მაინცდამიანც, დახურულ ჯგუფებში გამოხატოთ აღშფოთება,”- წერს პოლიტოლოგი.

http://https://www.facebook.com/ghia.nodia/posts/10155910950443571

 

იტვირთბა....