ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რესპუბლიკურმა საავადმყოფომ გარდაცვლილ მეორე მოზარდზე განცხადება გააკეთა

რესპუბლიკური საავადმყოფო ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდის გარდაცვალების თაობაზე განცხადებას აკეთებს. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა, მიღებული გადაუდებელი ზომების მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა.

“განვითარდა ე.წ. დე ვე ეს სინდრომი, ეს არის სისხლის შედედების ფაქტორების განლევა. ოპერაციის შემდეგ იყო გააქტიურებული ეს სინდრომი, მოხდა შეჩერება, მეორედ გააქტიურდა ღამის განმავლობაში და ასევე მოხდა შეჩერება. დილის 8-ის ნახევარზე ისევ გააქტიურდა. უფრო გასაგებ ენაზე, ეს არის სისხლის შედედების სისტენის დარღვევა, როცა სისხლი ვერ დედდება და არის მასიური სისხლდენა. ეს ფაქტორი მოსალოდნელი იყო. სინდრომი ვითარდება, როცა დიდი რაოდენობითაა სისხლის დანაკარგი,” – აცხადებს ავთანდილ იმედაძე.

რაც შეეხება სისხლის საჭიროებას, რესპუბლიკირი საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ მარაგი იყო, სისხლის ბანკების ხელმძღვანელებმა დახმარება შესთავაზეს, თუმცა ამის საჭიროაბა არ ყოფილა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გუშინ დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.

იტვირთბა....