ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფანჯიკიძე: მკვლელობის მოწმე ყველა ბავშვის მშობელმა მათ უნდა გააგებინოს, რომ ბოროტების მხილების “ჩაშვებად” მონათლვა ფლიდების მოგონილი ტერორია

ვერაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ “ფეისბუქზე” კომენტარი გააკეთა.

,,ვინც მკვლელობას შეესწრო, ყველა იმ ბავშვის დედა და მამა შვილებს მხარში უნდა დაუდგეს, შიში დააძლევინოს და გააგებინოს, ბოროტების მხილების, მისი დაგმობის “ჩაშვებად” მონათლვა ფლიდების და მხდალების მოგონილი ტერორია და ნუ იქნებიან ამ ტერორის მორჩილი. მკვლელის დაფარვა ბოროტების ხელშეწყობა, დანაშაულში მონაწილეობის ტოლფასი, მკვლელის მიმართ სოლიდარობაა.

დედებს და მამებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, უკომპრომისო პოზიცია სადისტური მკვლელობის მიმართ. სხვანაირად ვერასდროს ოდნავადაც კი წინ ვერ წავა ჩვენი ქვეყნის გონებრივი და ზნეობრივი განვითარება“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გუშინ დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.

იტვირთბა....