განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიდის. მიხეილ ჩხენკელი 51-ე სკოლის დაჭრილ მოსწავლეს მოინახულებს.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ერთს კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაციას უტარებენ. ჩხუბში კი 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.