თითების ანაბეჭდების და დნმ-ის მიხედვით, ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია, -ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ტერორისტებს იდენტიფიკაციისთვის არ ჰქონიათ დოკუმენტები. შესაბამისად, დანარჩენი ორი ლიკვიდირებულის ვინაობა ცნობილი არ არის.
“საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სამსახურზე სუს-მა დაიწყო ოპერაცია და დაკავებულ იქნა ერთი პირი. სპეცოპერაციისას სუს-ი მათთან მოლაპარაკებას აწარმოებდა დანებებაზე.
ბინაში მყოფმა აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.
ნინო გიორგობიანის ცნობით, სპეცოპერაციისას, ორი პირი არ გაქცეულა,შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.
სუს-ის წარმომადგენლის განცხადებით, ჩატაევის ცოლ-შვილი წლებია საქართველოში არ ცხოვრობენ.
რა იყო მათი მიზანი საქართველოში ყოფნისას და როგორ მოახერხეს ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა, სუს-ის ინფორმაციით მიმდინარეობს გამოძიება და ამაზე პასუხები მოგვიანებით იქნება.