ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდმა მანქანებმა შესაძლოა მხოლოდ ღამის საათებში იმოძრაონ

თბილისის ახალი მერი კახი კალაძე დედაქალაქის ქუჩებში საცობების თემას შეეხო და და შს მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მხოლოდ მერიის ჩართულობა ამ საკითხში საკმარისი არ არის.

“შსს-ს გარეშე ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და ფონს ვერ გავალთ. მერიამ „თბილსერვისს“ უკვე დაავალა, უახლოეს ხანში წარმოადგინოს ნარჩენების გატანის გეგმა. აუცილებელია განსაკუთრებით ღამის საათებში მოხდეს ეს, რადგან არ შეიზღუდოს მოძრაობა დღის განმავლობაში“, – აღნიშნა კალაძემ.

საუბარია ასევე სადისტრიბუციო კომპანიებთან მოლაპარაკებებზე, რათა დღის განმავლობაში არ მოხდეს დიდი მანქანების შემოსვლა ქალაქში.

“პრობლემას ქმნიან სატვირთო მანქანები და ყვითელი მიკროავტობუსები, რომლებიც ყველგან აჩერებენ. გამოყოფილი იქნება კონკრეტული ქუჩები, სადაც ექნებათ გაჩერების უფლება“, – განაცხადა მერმა.

 

იტვირთბა....