პეკინის ქუჩის შუქნიშნებზე ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობები დამონტაჟდა. ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.
მათი თქმით, დღეიდან, მხედველობაშეზღუდული შშმ პირები ქვეითთა გადასასვლელის გადაკვეთამდე შუქნიშნის მწვანე ნათების შესახებ ინფორმაციას ხმოვანი სიგნალით მიიღებენ.
პეკინის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნამდე არსებულ შვიდივე გზაჯვარედინის შუქნიშნებზე სულ 27 მოწყობილობა დამონტაჟდა.
მერიის ცნობით, უახლოეს ხანებში ხმოვანი მოდულები დედაქალაქის კიდევ მინიმუმ 5 შუქნიშნიან გზაჯვარედინს შეემატება. დღემდე თბილისში სულ ასეთი 18 ობიექტი იყო.