ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

6.3-ბალიანი მიწისძვრა, სადაც 821 000 ადამიანი ცხოვრობს

6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პარასკევს ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კერმანის სიახლოვეს, იტყობინება შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის მაგნიტუდა 6.3-ს შეადგენდა და მისი ეპიცენტრი კერმანიდან, სადაც 821 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ჩრდილო-აღმოსავლეთით 58 კილომეტრის დაშორებით იყო.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 6:32 საათზე მოხდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

guardian.ge

იტვირთბა....