დღეს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრის ბიბლიოთეკა მოინახულა.
გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ცენტრის ბიბლიოთეკას დაეხმარება.
“თითოეული მოქალაქე, რომელიც წყნარად უყურებს ქალთა მიმართ ძალადობას, გარკვეულწილად ამ ძალადობის თანამონაწილეა” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ვიზიტისას.
პრეზიდენტი და პირველი ლედი ცენტრში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში მივიდნენ, გაესაუბრნენ ბენეფიციარებს და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს.