ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქოს დელეგაცია ხვალ მოსკოვში გაემგზავრება

საპატრიარქოს დელეგაცია ხვალ მოსკოვში გაემგზავრება, სადაც 4 დეკემბერს დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თქვა.

ბოტკოველის თქმით, საპატრიარქოს დელეგაცია სავარაუდოდ რუსეთის პატრიარქსაც შეხვდება, შეხვედრაზე კი აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

დელეგაციაში სამი მღვდელმთავარი იქნება და მას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) უხელმძღვანელებს.

ვიზიტისას, დელეგაციის შემადგენლობაში საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი იქნებიდან.

მამა მიქაელის განცხადებით, მეუფე თეოდორე და მეუფე გერასიმე ამერიკიდან, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად დღეს გვიან ღამით დაბრუნდებიან.

2 ნოემბერს მამა მიექაელ ბოტკოველმა თქვა, რომ აფხაზეთის ეკლესიის განხეთქილების მოგვარებაში რუსეთს განსაკუთრებული როლი აქვს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პატრიარქმა კირილი მეორემ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მიიწვია. ამ დროის ინფორმაციით, ილია მეორე რუსეთში წასვლას არ აპირებს.

ქართველი სასულიერო პირები 24-29 ნოემბრის ჩათვლით აშშ-ში იმყოფებოდნენ.

იტვირთბა....