ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

იაგო ხვიჩია: ყველა უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ არასრულწლოვნებს არ ჩაუვარდეთ ხელში ნარკოტიკი

”ისტორიული დღეა 2017 წლის 30 ნოემბერი. ჩვენ დღეს პირველად გავარღვიეთ საბჭოთა კავშირის მიერ დაწესებული ზღუდე ნარკოტიკებთან დაკავშირებით”- ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლებაა, თავად შეარჩიოს განტვირთვისთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, რაც წარმოადგენს მომხმარებლის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. სინამდვილეში სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფო უნდა შეეშვას პატერნალისტურ მიდგომებს ადამიანებზე, რომელიც აისახება არა მხოლოდ მარიხუანაზე, არამედ დროთა განმავლობაში აისახება ყველა ტიპის ნარკოტიკზე. ეს ერთ-ერთი სწორად მიმავალი გზა საქართველოში ნარკოპოლიტიკის გაადამიანურებისკენ. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ იხსნება ყველა ნასამართლეობა, რომელიც კანაფთან დაკავშირებით ადამიანებს ჰქონდათ, დაბრუნდება ყველა მართვის მოწმობა, რომელიც ამ მუხლით აქვს შეჩერებული ადამიანებს.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოქალაქეებმა გარკვეული საკითხები უნდა გაითვალისწინონ. ქვეყანაში გაჩნდება უფრო მეტი და მაღალი ხარისხის პროდუქტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ ეს მოხდება და ამას არ უნდა შევხვდეთ გარკვეული შიშებით და გარკვეული არაცნობიერი და ქვეცნობიერი ინსტიქტებით. ყველანი უნდა ვიყოთ მომზადებული იმისთვის, რომ არასრულწლოვან ადამიანებს არ ჩაუვარდეთ ხელში ნარკოტიკული საშუალება, რათა არ მოხდეს ამ ფაქტების სხვადასხგვარი იმპლემენტირება იმ ადამიანების მხრიდან, ვინც არ გვიჭერდა მხარს”,- აღნიშნა ხვიჩიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზებას ეხება, დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

იტვირთბა....