ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უბედური შემთხვევა ფოთში: მამაკაცს თავზე ყინულის ყუთი დაეცა

უბედური შემთხვევა მოხდა ფოთში. სამაცივრე საწყობში 40 წლამდე მამაკაცი ყინულის ყუთების დაცემის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

,,სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, მათი მისვლისას, მამაკაცს სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. მძიმე ტვირთის დაცემის შედეგად ტრავმა მას თავის არეში ჰქონდა მიღებული”, – განაცხადეს სასწრაფოში.

გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე სსკ-ის 170-ე მუხლით აღიძრა, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....