სააკაშვილის დაპატიმრება და საქართველოსთვის გადმოცემა სასიხარულო არ იქნება, – ამის შესახებ “მეტრონომს” დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა, სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას:
“მოვლენების ასეთი განვითარება საქართველოს იმიჯის მიჭირხვნა იქნება, რადგან, პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე -გავაგდეთ და მესამე პრეზიდენტს თუ დავაპატიმრებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყნას საერთაშორისო არენაზე მცირე ნდობა ექნება.
სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოშიც მეტ შფოთს გამოიწვევს. სასურველია ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, უმრავლესობამაც და უმცირესობამაც ნეიტრალური პოზიცია დაიკავონ ამ საკითხის მიმართ.
დიპლომატიური წრეების დახმარებით, ბატონ სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება გადაინაცვლოს ევროპის რომელიმე ქვეყანაში და იქ შეძლოს საკუთარი ნიჭის გამოვლენა და არა ისეთი ქმედებების გამეორება, რომელმაც იგი დაპატიმრების ზღვარზე მიიყვანა“-განაცხადა ცისკარიშვილმა “მეტრონომთან”.
“თუ სააკაშვილს ძალით ჩამოიყვანენ, “ოცნება” მოისწრაფებს პოლიტიკურ სიცოცხლეს”