დაპატიმრებული სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ არის, – ამის შესახებ “მეტრონომს” ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას:
“არც უკრაინას არ სჭირდება ეს ხათაბალა, იმიტომ, რომ სააკაშვილი ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ ახდენს უკრაინაში, ამიტომ მისი დაჭერის აზრს ვერ ვხდები. სააკაშვილს უფრო აწყობს დააპატიმრონ, ვიდრე უკრაინის ან საქართველოს ხელისუფლებას.
რას მოუტანს საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის დაპატიმრება და გადმოცემა? მისი დაჭერა, თავისთავად, გამოიწვევს პროტესტს დასავლეთის გარკვეულ წრეებში; მისი მომხრეების გუნდი, რომელიც ფანატიზმამდე ერთგულები არიან, მობილიზდებიან და ქვეყანაში პრობლემები იქნება. საქართველოს სასამართლო სისტემის ობიექტურობის მიმართ კითხვები ისედაც არსებობს და მერე უფრო მძიმედ
დაისმევა”-აცხადებს შარაშენიძე.
“თუ სააკაშვილს ძალით ჩამოიყვანენ, “ოცნება” მოისწრაფებს პოლიტიკურ სიცოცხლეს”